თემო ჯავახი – კონკრეტული, ვიზუალური, მინიმალისტური პოეზია..
თემო ჯავახი არის ადამიანი, რომელმაც სრულიალდ ახალი სიტყვა თქვა ქართულ პოეზიაშიმან გამოსცა წიგნი, სახელწოდებით “ქვე-ყანა ქვე-ბზე”, რომლის პრეზენტაციაც New Art Cafe -ში გაიმართგადავწვიტე თქვენთვისაც გამეცნო მისი პოეზია და შემომეთავაზებინა რამდენიმე ჩემთვის რჩეული და ყველაზე საინტერესო “ლექსი”, თუ შეიძლება მათ ასე დაერქვათ.. მოკლედ დავიწყე..
თაგვო – ღამურავ…
თავდაყირაა ყველაფერი?..
თავდაყირა?..
თავბრუ მეხვევა…
ავირიე…
ბრუნვაა.
ბრუნვაააააა
შავი ჩიტები
გამალებით
დაუნდობლად
კენკავენ ჩრდილებს
ცხვრებიც ძოვენ
საკუთარ ჩრდილს
და მეც ვთელავ
მაგრამ ისინი
გამუდმებით ისევ მომდევენ
ისევ ჩნდებიან.
ალბათ მზეს უნდა შეუერთდე…
ჩრდილი რომ გაქრეს.
* * *
საათები კვლავ კერავენ
წუთებისგან მიყენებულ ჭრილობებს
დრო – თერძია
ბებერი თერძი
რომელსაც ძაფი გამოელია.
No comments:
Post a Comment